სტოლტენბერგი: ყველაზე კარგი ხერხი გავზარდოთ მშვიდობის შანსები – უკრაინის მხარდაჭერაა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგი ხერხი გავზარდოთ უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანად დასრულების შანსი, უკრაინის მხარდაჭერაა. აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ იქნება მყარი მშვიდობა, თუ გაიმარჯვებს აგრესორი და თუ ავტოკრატია და ჩაგვრა აჯობებს თავისუფლებასა და დემოკრატიას. ომების უმრავლესობა მთავრდება მოლაპარაკებებით. მაგრამ, ის რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ ყველაზე კარგი ხერხი გავზარდოთ ომის მშვიდობიანი დასრულების შანსები – ეს უკრაინის მხარდაჭერაა. NATO – უკრაინასთან დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე დაამატა, რომ თუკი პუტინს გამარჯვებას დავანებებთ, ყველა ჩვენგანს, მრავალი წლის პერსპექტივით, ძალიან მაღალ ფასის გადახდა მოუწევს.

„თუ კი პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები დაინახავენ, რომ ძალადობა ჯილდოვდება, ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას საკუთარი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები