რომის პაპმა ფრანცისკემ „გაბედულ და ძლიერ“ უკრაინელ ხალხს წერილი მისწერა, რომელიც დღეს ვატიკანმა გამოაქვეყნა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„არც ერთი დღე არ გავა, რომ არ ვიყო თქვენთან ახლოს და არ მყავდეთ გულში და ლოცვებში. თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია. როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანებს ასე მოეპყრონ?“, – ნათქვამია წერილში.
ამასთან, რომის პაპმა წერილში ახსენა მცირეწლოვანი უკრაინელი ბავშვების ტანჯვა და აღნიშნა, რომ „თითოეულ მათგანში მთელი კაცობრიობის დამარცხებაა“.
„ბოროტებისა და ტკივილის ამ ოკეანეში, ჰოლოდომორის საშინელი გენოციდიდან 90 წლის შემდეგ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმამაცით. ამ უზარმაზარ ტრაგედიაშიც კი, რომელსაც თქვენ განიცდით, უკრაინელი ხალხი არასდროს ყოფილა იმედგაცრუებული. მსოფლიომ აღიარა გაბედული და ძლიერი ხალხი, ხალხი, რომელიც იტანჯება და ლოცულობს, ტირის და იბრძვის, წინააღმდეგობას უწევს და იმედით ცხოვრობს“, – აღნიშნავს რომის პაპი.