ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო რამდენიმე დღეა, COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური ანტირეკორდი ფიქსირდება.

ქვეყნის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემით, ბოლო 24 საათში კიდევ 32 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ნოემბერს 31 656 იყო.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების პიკი აპრილის შუა რიცხვებში იყო და ერთ დღეში 29 400 დაავადებული გამოვლინდა.

ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან 29 840 ვირუსის უსიმპტომო მატარებელია, ხოლო 3 103-ს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ჩინეთში მიმდინარე კვირიდან უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, პეკინში კი საზოგადოებრივი პარკები და მუზეუმები დაიხურა. შანხაიში ჩასვლისას კორონავირუსის ტესტის ჩატარება და სამდღიანი იზოლირებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები