ირაკლი კობახიძე – როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი – ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი, როდესაც ასეთ ადამიანი საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი

გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება.

„როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, ყველას მინდა, შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი – ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეტს ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაჟღერებული იყო ამ ანგარიშში არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ინტერესი არის დავალების შესრულება. დაკვეთის შესრულება. არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება. უნდათ, რომ ამ სიყალბით შექმნან განსხვავებული ტენდენციები. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები