“ყველას დავაბრუნებთ” – რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა
უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების მორიგი გაცვლა 50/50-ზე ფორმულით შედგა.
სამშობლოში კიდევ 50 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახლში დაბრუნებულ სამხედროებს შორის არის 20 ეროვნული გვარდიელი, 12 მეზღვაური, უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 მებრძოლი, ექვსი მესაზღვრე და ტერიტორიული თავდაცვის 2 მებრძოლი.
ერმაკმა ასევე თქვა, რომ ეს არის ბოლო 24 საათში ტყვეების გაცვლის მეორე შემთხვევა.
“ჩვენ ყველას დავაბრუნებთ”, – დაწერა ერმაკმა.