ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში 23 ნოემბერს COVID-19-ით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 31,656 ახალი შემთხვევა. ერთი დღით ადრე 28 127 დაავადებული აღირიცხა.

ახალი შემთხვევებიდან 4 100 მძიმე სიმპტომების მატარებელია, ხოლო 27 646 – უსიმპტომო.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში განაცხადეს.

ჩინეთში უკანასკნელი ანტირეკორდი 14 აპრილს იყო – 29 ათასზე მეტი.

23 ნოემბერს ვირუსს ერთი ადამიანი შეეწირა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 5 232 გარდაცვლილია.

კორონავირუსის ახალი აფეთქების ფონზე, უხანში მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს – სახლიდან სამსახურში და უკან. პეკინში კი დაიხურა საზოგადოებრივი პარკები, მუზეუმები.

შანხაიში ჩასვლისას კორონავირუსის ტესტის ჩატარება და სამდღიანი იზოლირებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები