ბექა დავითულიანი: “ნაცმოძრაობა“ თავს ინადგურებს

„როცა წლების განმავლობაში ცდილობ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია თავს ინადგურებს.

“დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, რადგან, არჩევნები როგორც  უნდა დასრულდეს, ნებისმიერი შედეგით, თუ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება, რადგან მისი კანდიდატობა მათი მხრიდან ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები