Reuters: რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა საამიროებში საიდუმლო შეხვედრა გამართეს

რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ტყვეების გაცვლა და რუსული ამიაკის ექსპორტის განახლება განიხილეს, რომელიც უკრაინული მილსადენით აზიასა და აფრიკაში მიდის.

ამის შესახებ Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ჩატარდა და მასში გაერო-ს წარმოამდგენლები არ მონაწილეობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას მარცვლეულის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ცენტრალური როლი ჰქონდა.

შეხვედრაზე განიხილეს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ამიაკისთვის დაბრკოლებების მოხსნას და გლობალური კრიზისის თავიდან აცილებას.

წყაროების თქმით, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები აბუ დაბიში 17 ნოემბერს შეხვდნენ.

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ბოდნარმა დაადასტურა, რომ „უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება რუსული ამიაკის ექსპორტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები