“ომში გამარჯვების შემდეგ, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი გამარტივდება” – ჩეხი დიპლომატი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი, იან მარიანი აცხადებს, რომ ნაადრევია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი, მაგრამ ომში გამარჯვების შემდეგ ამაზე საუბარი გამარტივდება.

ამის შესახებ მან Eurointegration-თან საუბარში თქვა.

კითხვაზე, რეალურია თუ არა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, დიპლომატმა თქვა, რომ ჯერ ნაადრევია ამაზე პროგნოზების გაკეთება.

“თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ექსპერტი არ ვარ, მიმაჩნია, რომ როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს, ყველაფერი ბევრად გამარტივდება. თქვენ წევრობაზე კი უკრაინის გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ”, – განაცხადა მან.

ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, იან მარიანმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ბლოკის წევრი, ხოლო რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ეს ამ ათწლეულში, მან თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება „ყველა მონაწილის კრეატიულ მიდგომაზე“.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ომი ართულებს გაწევრიანებისკენ გადასასვლელად აუცილებელ პროცესებს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ამ პირობებშიც არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები