“კიევის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა” – ვიტალი კლიჩკო

კიევის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება აღდგენილია, შუადღისას წყალი მარჯვენა სანაპიროსაც მიეწოდება, თუმცა, ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული ვითარება ბევრად რთულია, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

როგორც მან თქვა, ენერგეტიკოსები და ინჟინრები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ.

“დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა, ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს უკრაინის ენერგოსისტემაში აღდგენის ბალანსზე იქნება დამოკიდებული, ვინაიდან კიევი ეროვნული ენერგოსისტემის ნაწილია“, – განაცხადა მერმა.

23 ნოემბერს  საჰაერო იერიშის დროს კიევის ცაზე 31 რაკეტა დაფიქსირდა, მათგან 22 უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.

ოკუპანტების ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. რაკეტები ასევე მოხვდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

დედაქალაქში ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს მიწოდების პრობლემა შეიქმნა.

კიევის მეტროში მატარებლები 10-წუთიანი ინტერვალით ივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები