უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 40-მდე მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინაში 35 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა სახლში, მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები.

„ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა. 36 ადამიანი დავაბრუნეთ სახლში – ერთი სამოქალაქო პირი და 35 სამხედრო. გათავისუფლებულთა შორის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ და „აზოვსტალში“ იყვნენ, ასევე, ეროვნული გვარდიელები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში ტყვედ ჩავარდნენ“, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, შესაძლებელი გახდა 22 ეროვნული გვარდიელის, 8 მესაზღვრის, 4 სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლის და ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება. გათავისუფლებულ მოქალაქეს, სამწუხაროდ, ფეხი მოკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები