უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36 დაშავდა
უკრაინაში რუსეთის მიერ 23 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოკუპანტებმა მათ წინააღმდეგ 63 რაკეტა გაისროლეს, რომლის შედეგადაც, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა.