ჯოზეფ ბორელი: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დანაშაულებრივ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ

მკაცრად ვგმობთ რუსეთის დანაშაულებრივ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვასადმი ურყევი რჩება“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები