ვალერი ზალუჟნი: უძლურების გამო რუსები საავადმყოფოებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჩვილებს ებრძვიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი 23 ნოემბერს რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.
მისი თქმით, რუსები საავადმყოფოებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჩვილებს ებრძვიან.
„დღეს ტერორისტულმა სახელმწიფომ, რუსეთის ფედერაციამ, მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მათ არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაძლევა, მტერი ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, თბოელექტროსადგურებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და ჩვილებსაც კი“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.