ზელენსკი: რუსეთმა დღევანდელი სარაკეტო დარტყმებით დაადასტურა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა

დღევანდელი დაბომბვით რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ შექმნილ ვითარებას, რადგან ისინი შეუპოვარი ხალხი არიან.

„დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. მადლობა ყველა ევროპელ პარლამენტარს. შემდეგ კი რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეს სიმართლეა, როდესაც ჩვენს ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაზე იერიში მიიტანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები