რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო.

„ჩვენი IT ექსპერტები წინააღმდეგობას უწევენ და სისტემას იცავენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ. ჩემი პასუხია: დიდება უკრაინას“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები