თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, დუზჯეს პროვინციის გოლაკის რაიონში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

მანამდე 35-ის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაშავებულთაგან 37 დუზჯეშია, 6 – ზონგულდაკში, თითო სტამბოლში, ბოლუსა და საკარიაში.

მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით 04:08 საათზე 6,81 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და იგრძნობოდა სტამბოლში, ბოლუში, საკარიაში, ანკარაში, ბარტინში, კოჯაელში, ქუთაჰიაში, ბილეჯიკში, ზონგულდაკში, ბურსასა და იზმირში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები