იერუსალიმში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 4-ის მდგომარეობა მძიმეა

იერუსალიმში ავტობუსების ორ გაჩერებაზე აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ მედია ქალაქის მერიაზე დაყრდნობით წერს.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა, მიხაილ ზინგერმანმა თქვა, რომ საუბარია ერთმანეთთან დაკავშირებულ, სავარაუდო ტერაქტებზე.

“დიდი ალბათობით, ჩვენ ვსაუბრობთ ტერორისტულ თავდასხმებზე, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია”, – თქვა ზინგერმანმა.

ქალაქში პირველი აფეთქება, ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, ხოლო მეორე, ნახევარ საათში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები