ევროკავშირი უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
„ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. 2023 წლისთვის 18 მილიარდ ევროს გამოყოფას ვგეგმავთ, დაფინანსების რეგულარულად გაცემით. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციას გამოიწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.