მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება ნატო-ს სტანდარტებთან.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.

“პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.  ჯამურად, აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა. მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები