კელი დეგნანი: ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას

“გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა მოვიკითხოთ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს, მათ შორის, იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები