რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს პარტია დღეს გადაქცეულია კარიკატულ, კრიმინალურ თუ არა, კლანურ დაჯგუფებად მაინც

“როდესაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ თავზე მესამე პირში დაიწყო საუბარი, ამით მივხვდი, რომ ბოლომდე ძალიან ცუდად აქვს საქმე ამ პარტიას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილზე უკეთესი თავმჯდომარე ამ პარტიას ვერ ეყოლება. ესეც აჩვენებს, რომ ეს პარტია დღეს გადაქცეულია კარიკატულ, კრიმინალურ თუ არა, კლანურ დაჯგუფებად მაინც“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები