კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. „ბიბისის“ ცნობით, ის, მკურნალობის პარალელურად, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზე შაშხანით შევიდა. ამავე ინფორმაციით, ის კლუბში მყოფმა ორმა ადამიანმა გაანეიტრალა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება განიხილავს, იყო თუ არა ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ერთზე მეტი პირი იყო თუ არა ჩართული.

ცნობისთვის, კოლორადოში გეი კლუბზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები