The Washington Post: კოლორადოში, LGBTQ კლუბში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, დაიღუპა 5 და დაშავდა 25 ადამიანი

კოლორადოში შეიარაღებულმა მამაკაცმა გეი და ლესბოსელების ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. შემთხვევა შაბათს ღამით მოხდა.
The Washington post-თან ინტერვიუში ბარის ერთ-ერთი მფლობელი აცხადებს, რომ სროლა მანამდე გაგრძელდა, სანამ კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ შეიარაღებული მამაკაცი არ დაიმორჩილა.
მისივე თქმით, პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე სამი წუთის შემდეგ.
ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ, კლუბის მეპატრონე ამბობს, რომ ეჭვმიტანილი მათ კლუბში მანამდე არასდროს ყოფილა.
კლუბმა Q-მ ძალადობას, რომელიც ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს მოხდა, “სიძულვილის თავდასხმა“ უწოდა.

იყო თუ არა სროლა სიძულვილის დანაშაული – ოფიციალური პირების განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს. მათივე თქმით, დაკავებულს მკვლელობის მუხლით წაუყენებენ ბრალს. ეჭვმიტანილი 22 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ბომბის გამოყენების მუქარისთვის იყო დაკავებული. პოლიციის სპიკერმა, ლეიტენანტმა პამელა კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობს. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ლგბტქ უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ანტი ლგბტქ რიტორიკისა და კანონების ზრდაც არის. კლუბის ერთ-ერთი მფლობელის თქმით, თავდასხმის შემდეგ მათ სათვალთვალო კამერები ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა შენობაში შესვლისთანავე სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ორი ათეული კი დაშავდა. მათ შორის არიან კლუბის თანამშრომლები და მომხმარებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები