ივანე ჩხაიძე: წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი
“წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი, კორონავირუსი, რომელიც არსად არ გამქრალა, გრიპის ვირუსი და მესამე ტიპის ვირუსი, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა – რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი აქამდე ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა”,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა.
“ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელი წელი ამ ვირუსის თვალსაზრისით გამორჩეულია და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ ვირუსის შემთხვევების მატებამ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა განაპირობა. ეს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ღრმა, ხშირი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსისთვის, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში”,- განაცხადა ჩხაიძემ.