„სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია“ – ზელენსკი MH17 საქმეზე ჰააგის სასამართლოს განაჩენზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2014 წლის 17 ივლისს დონბასში ჩამოგდებული რეისის, MH17-ის საქმეზე ჰააგის სასამართლოს განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია.
„მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. პირველი სასჯელი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეებისთვის. გადამწყვეტია პასუხისმგებლობის დაცვა, რადგან დაუსჯელობის განცდა ახალ დანაშაულებს იწვევს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს ილუზია. სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ჰააგის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე 2014 წლის 17 ივლისს დონბასში “მალაიზიური ავიახაზების” ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავედ ცნო.
Important court decision in The Hague. First sentences for the perpetrators of #MH17 downing. Holding to account masterminds is crucial too, as the feeling of impunity leads to new crimes. We must dispel this illusion. Punishment for all RF's atrocities then & now is inevitable.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 17, 2022