მოსკოვი MH17 რეისთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლის

რუსეთი MH17 რეისთან დაკავშირებით ჰააგის რაიონული სასამართლოს განაჩენს შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ივან ნეჩაევმა.

„ამჟამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ შევისწავლით ამ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა ამ საკითხში თითოეულ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ, ამ სამართლებრივი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ ჩვენ, ალბათ, მზად ვიქნებით – კომენტარი გავაკეთოთ“, – თქვა მან ბრიფინგზე.

ჰააგის სასამართლოს დასკვნით, 2014 წლის 17 ივლისს დონბასში “მალაიზიური ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს ამსტერდამიდან – კუალა-ლუმპურში ასრულებდა, საზენიტო კომპლექსით – “ბუკით” იყო ჩამოგდებული, რომელიც ადგილზე რუსეთიდან იყო ჩატანილი და ასევე – რუსეთში დაბრუნებული.

სასამართლომ, 298 ადამიანის მკვლელობასა და თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავედ სამი რუსი ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები