ბექა დავითულიანი: როცა გვეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გვაქვს, რაში? – უნდა გვითხრან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დავითულიანი მიიჩნევს, რომ გარკვეული განცხადებები განმარტებას მოითხოვს.
“როცა გვეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გვაქვს, რაში? – უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია. დემოკრატია ძალიან ფართო ცნებაა. თუ ამას განგვიმარტავენ, რას გულისხმობენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო, თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა“, – აცხადებს დავითულიანი.