პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ექსპერტებთან განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი ინიციატივები და მათი შემუშავების პროცესი მიმოიხილეს.
ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საარჩევნო რეფორმის შესახებ ერთობლივ სამართლებრივ მოსაზრებაზე საქართველოს პარლამენტის თხოვნით მუშაობს. საბოლოო დოკუმენტის მომზადება მიმდინარე წლის 16-17 დეკემბრისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები