ბექა დავითულიანი: გუშინ დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროკომისარმა მკაფიოდ ისაუბრა – დიახ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უნდა მივიღოთ

“გუშინ დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, დიახ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უნდა მივიღოთ და უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის უკრაინაში იმიტომ, რომ დედამიწაზე სხვანაირი კანონი არ არსებობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, თუ ვის მოერგება კანონი, მისი მიღების შემდეგ გაირკვევა.

“ევროკავშირმა გვითხრა, რომ გადმოიღეთ ეს კანონი, ჩვენ გადმოვიღეთ და ევროკომისარმა დაგვიდასტურა, რომ სწორი გავაკეთეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს კანონი მივიღოთ. ვის მოერგება, ვის არ მოერგება, რა კრიტერიუმებში რომელი კონკრეტული პერსონა ჩაჯდება, ამას ვნახავთ, როცა კანონი ამოქმედდება”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები