ზელენსკი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციაზე: ეს არის თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ

ეს არის თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დღეს მოხდა ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვამბობდით. ტერორი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსეთის რაკეტებმა პოლონეთს დაარტყეს. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტებით ნატოს ტერიტორიაზე დარტყმა, ეს რუსული სარაკეტო დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა პოლონეთს ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები