“დადგა დრო, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერება შესაძლებელია” – ზელენსკიმ G20-ის მონაწილეებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს ონლაინრეჟიმში სიტყვით მიმართა.
როგორც The Guardian-ი წერს, უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ “დადგა დრო, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერება შესაძლებელია”.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს, დრო გააჭიანუროს და გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, დადგა დრო, როდესაც რუსეთს ომი უნდა და ის შეიძლება, შეჩერდეს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად “რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები, ჩვენი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია აანაზღაუროს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაადასტუროს”.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ, რომ „გაძლიერდეს ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტი“ და თავიდან იყოს აცილებული რუსული აგრესიის განმეორება.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ბირთვული შანტაჟის გამართლება არ შეიძლება”.
“დიდი ოცეულის” სამიტის პირველი სესია დახურულ რეჟიმში მიმდინარეობას.