საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება განიხილა და მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018-2021 წლებში საქართველომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დონორებისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი 554 მლნ ევროს ოდენობით სესხი მიიღო.

მისივე თქმით, 2021 წელს ორივე პარტნიორმა მხარი დაუჭირა პროგრამის კიდევ 2 წლის ვადით გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 27 მლნ. ევროს სესხს გამოუყოფს. „წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების საფუძველზე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 27 მლნ. ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობა 20 წელია, მათ შორის 7 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი არის ფიქსირებული 0,9%”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები