კახა კალაძე: სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხები იწერება, მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის ივანიშვილი, რა აქვს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის

“სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხები იწერება, მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმა აუცილებლად შესრულდება, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში იწერება მთელი რიგი არასწორი საკითხები და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არც შინაარსიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ. შესაბამისად, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს, რაც მოცემულია რეზოლუციაში. თუნდაც 12-პუნქტიანი დათქმა, რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულდება და გაკეთდება, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები