კონგრესის არჩევნები: “რესპუბლიკელები” წარმომადგენელთა პალატაში ლიდერობენ, სენატში თანაბარი გადანაწილებაა

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდა, ამ დროისთვის, “რესპუბლიკური პარტია” წარმომადგენელთა პალატაში ლიდერობს.

კერძოდ, რესპუბლიკელებს 190 ხმა აქვთ, ხოლო დემოკრატებს – 167.

რაც შეეხება სენატს, აქ ამ დროისთვის ხმები თანაბრად არის გადანაწილებული: “დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს” 46-46 მანდატი აქვთ.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები უახლოეს დროში ვერ გაირკვევა, რადგან 46 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ხმა პოსტით მისცა, რისი დათვლაც დროს მოითხოვს.

შუალედურ არჩევნებში ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს; სენატის მხოლოდ 35 ახალ წევრს აირჩევენ; ასევე, 36 შტატის გუბერნატორის და აშშ-ის ტერიტორიის 3 გუბერნატორის; ქალაქების მერების და ადგილობრივი მაღალჩინოსნების არჩევა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები