რევაზ ჯაველიძე: პრემიერმინისტრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრაში, მათ შორის, გათვალისწინებულია მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. საქართველოს პრემიერმინისტრი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაში, მათ შორის, გათვალისწინებულია მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც და პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის ფორმატში. აგრეთვე, მთავრობის მეთაური პლენარული სესიის ფორმატში სიტყვით მიმართავს მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა და საუბრები სასურსათო უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვიდა და ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონული კუთხით არსებობს ამ მიმართულებით და ასევე ისაუბრა მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე, შეხვედრები გაგრძელდება ხვალ, როდესაც პრემიერმინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდაში და ექნება შესაძლებლობა, მიმართოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს სიტყვით უკვე პლენარული სესიის ფორმატში”, – აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები