სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია წარადგინა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსახილველ თემებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი 2020-2030 წლების ახალგაზრდობის კონცეფციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და მისი საქმიანობა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განხორციელდება.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შიგნით, ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით, 5 ქვეჯგუფი შეიქმნება, სადაც დეპუტატებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე იმუშავებენ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომას ვრცელი, მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინოს. კომიტეტის წევრებმა, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები