თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.