წუხელ მასაჟი ყველაზე სიმპათიურ პრეზიდენტს გავუკეთე – რას იხსენებს მასაჟისტი სააკაშვილზე (ვიდეო)

  „განსხვავებული საქართველო ჩემს ფიქრებში“, – ამ სათაურით დოქტორმა დოროთი შტეინმა 2009 წლის გაზაფხულზე ინტერნეტში ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილზე და თბილისურ ვოიაჟზე საუბრობს.
„წუხელ მასაჟი დედამიწაზე ყველაზე სიმპათიურ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გავუკეთე. ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარული მოსაუბრე“, – ამ სიტყვებით იწყებს წერას საკუთარ ბლოგზე დოქტორი დოროთი.
ცნობილი ამერიკელი მასაჟისტი ე.წ. დოქტორ დოთი მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ივნისში გერმანიაში გაიცნო. მაშინ ექსპრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკერსა და კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. სასტუმრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირველად დოქტორ დოთს შეხვდა, უცნობია. მასაჟისტი საკუთარ ბლოგში სასტუმროს სახელწოდებას არ ამხელს.
„სასტუმროში დიდი ალიაქოთი დამხვდა. დაცვით იყო იქაურობა სავსე. კონდოლიზა რაისს ელოდებოდნენ. არავის უშვებდნენ. ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩემს მასაჟს ელოდებოდა. თავიდან არ დამიჯერეს. მერე რაციით გადაამოწმეს და გამაცილეს კიდეც. ის ძალიან მხიარული მოსაუბრეა. თავიდან სულ რაღაც 30 – წუთიანი მასაჟი უნდოდა. მაგრამ 90 წუთის შემდე მითხრა, რომ ეს არის საუკეთესო მასაჟი მის ცხოვრებაში. მიხეილის დაცვის წევრები ამ ხნის განმავლობაში ოთახთან იცდიდნენ. ის ინგლისურად კარგად საუბრობს. მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი მეტალიკაა და როკის დიდი მოყვარულია. მე ადრე საუდის არაბეთის პრინცს გავუკეთე მასაჟი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, სააკაშვილი პირველია. მე აღფრთოვანებულმა ვკითხე: ძალიან მასიური და დაჭიმული კისერი გაქვთ… „მე ხომ რუსეთი მაზის ამ კისერზე“, – მიპასუხა მან და ჩვენ ორივემ ბევრი ვიცინეთ ამაზე. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მან საკუთარ ქვეყანაში დამპატიჟა და ჩემთან ერთად სურათიც კი გადაიღო. „პენტჰაუზში“ გამოქვეყნებული ჩემი წერილი და ფოტოები ვაჩუქე“, – წერს დოქტორი დოროთი.
ამერიკელი მასაჟისტი საქართველოში იმავე წელს, შემოდგომით უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, მისი საქართველოში ჩამოსვლა 2009 წლის თებერვლისთვის გადაიდო. დოქტორი დოროთი შტეინი საქართველოში 2009 წლის თებერვალში გერმანიიდან ბათუმში თვითმფრინავით ჩამოფრინდა. პრეზიდეტის დაცვის თანხლებით ბათუმი და ზღვის სანაპირო დაათვალიერა. მეორე დღეს კი თვითმფრინავით ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა დოქტორი სასტუმრო „კოპალაში“ დააბინავა.
„მასაჟი თბილისშიც პოლიტიკაზე საუბრით გრძელდება. ბედნიერი მეუღლე ორი შვილის მამა მართავს ქვეყანას და, ამავე დროს, მაინც პოულობს დროს, მასაჟისთვის. პრინციპში, იმ საშინელი ომის შემდეგ მას, მართლაც, სჭირდება მასაჟი მხრებზე, რომელზე ჯდომასაც კვლავ კვლავ ცდილობს რუსეთი. ნაძირალები. ბატონი პრეზიდენტი ისეთი განათლებულია, ხელგაშლილი, ძალიან კარგად მეპყრობა, თავს დაცულად ვგრძნობ. ყველაფერს მისრულებს, რაც შეიძლება მოვისურვო. როგორც კი მხედავს, მაშინვე იმას მეკითხება. ხომ არ მშია და შემდეგ იწყებს უამრავი კერძის შეკვეთას“, – ასეთია დოქტორ დოთის თბილისური შთბეჭდილებები.
ამერიკელმა მასაჟისტმა თბილისური ვოიაჟის შესახებ სამი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eYko1zEi1jg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები