ანრი ოხანაშვილი – “დეოლიგარქიზაციაზე”: ოპოზიცია ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს, რომ მათი დამფინანსებლები არ იყვნენ მიჩნეულნი ოლიგარქებად

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი ოპოზიციას მას შემდეგ აღარ მოსწონს, რაც აღმოაჩინეს, რომ კანონი სწორედ მათ დამფინანსებლებზე გავრცელდებოდა.

“ოპოზიციამ დაინახა, რომ იმ პირებს, ვინც აფინანსებენ შესაბამის ჯგუფებს, ფლობენ მედიასაშუალებებს, აქვთ ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ასეთი პირების დომინანტურ როლს წარმოაჩენს. სწორედ მათი დამფინანსებლები არიან და სწორედ მათზე გავრცელდება ეს კანონი. ამიტომ, ისინი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ, რომ მათი დამფინანსებლები არ იყვნენ მიჩნეული ოლიგარქებად”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, უკრაინული მოდელი ევროკომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს.

“ეს პუნქტი გამოყენებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ სპეკულაციისთვის. ყველაზე ობიექტური საზომი იქნებოდა ის, რომ აგვეღო ისეთი მოდელი, რომელსაც ჩვენ კი არ შევქმნიდით, სადაც შეიძლებოდა გაჩენილიყო კითხვის ნიშნები, არამედ ჩვენ ობიექტური საზომი აგვეღო. ასეთ ობიექტურ საზომად არის მიჩნეული უკრაინული მოდელი. ამ მოდელთან მიმართებით ევროპულ სტრუქტურებს აქვთ პოზიტიური სწორება”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დღეს იწყებს. პროექტი უკრაინის კანონის მაგალითზე შემუშავდა და უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს არსობრივად იმეორებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები