კახა კალაძე: სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სამი ობიექტი დაჯარიმდა, სამუშაოები შეჩერებულია

„გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. იცით, რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, რათა მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ სამშენებლო მოედნებზე მუშაობს. პირველ ყოვლისა, თავად ისინი უნდა იყვნენ მოტივირებული, რომ ყველანაირად უსაფრთხო გარემოში შეძლონ სამუშაოს წარმოება. რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელებიც. პირდაპირ ვალდებულება აქვს მათ ხელმძღვანელობას, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. გამოვლენილია სამი ობიექტიდან ორი არის ისნის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე და ახალუბნის ქუჩაზე. დარღვევები იყო უსაფრთხოების მიმართულებით. მესამე არის დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები. სამივე ობიექტი დაჯარიმებულია 30 000 ლარით. ჩაბარებულია შეჩერების აქტი, ანუ შეჩერდა სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები