„პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია და უკრაინის მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა.

აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების ლიდერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობაა, ასევე მცდელობაა, დააშინოს ისინი და აიძულოს კაპიტულაცია – ამას ისინი არ გააკეთებენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები