2022 წელს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21612 სამედიცინო შემთხვევა, 42 484 067,75 ლარით დაფინანსდა
2022 წელს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21612 სამედიცინო შემთხვევა, 42 484 067,75 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისი, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).
კომისიურად განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.