არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა და მასთან პირადად დაკავშირებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს ბოლო მომენტში ეს ცვლილება ისეთ რეზოლუციაში, რაზეც ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო

“სამწუხაროა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა და მასთან პირადად დაკავშირებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს ბოლო მომენტში ეს ცვლილება ისეთ რეზოლუციაში, რაზეც ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ მხარდაჭერა შეიძლებოდა პუნქტის გამოკლებით, რადგან ასეთი რამ ევროპის საბჭოს რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.

„სააკაშვილის საკითხის შემოტანით მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერა. ოპოზიცია იქაც ცრუობს, როცა ამბობს, რომ მხარდაჭერა შეიძლებოდა პუნქტის გამოკლებით – ასეთი რამ ევროპის საბჭოს რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მაშინ აგვიხსნას ისევ ამ ოპოზიციამ – 2008 წელს, როდესაც მხარი დაუჭირეს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რატომ არ ამოიღეს და რატომ არ მიუთითეს იქვე, რომ არ ეთანხმებოდნენ საქართველოს მიერ ომის დაწყების ბრალდების პუნქტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე, სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში, ჯამურად, 14 შესწორება შევიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები