ალექსანდრე რაქვიაშვილი: დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ენჯეოსექტორს, სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასებები აცდენილი იყო საღ აზრს

ჩვენ ნათლად დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ამ საკითხში ენჯეოსექტორს, რომელმაც კანდიდატებიც უცნაურად წარმოადგინა და შემდეგ კანდიდატების შესახებ ენჯეოსექტორების შეფასებები, მათ შორის, ჩვენი კანდიდატის, იმდენად აცდენილი იყო ყველანაირ საღ აზრს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეფასების სისტემა არის სისულელე და ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც მხარი “გირჩის” წევრს, იაგო ხვიჩიას უნდა დაუჭიროს მხარი.

„მომეწონა შეფასების სისტემის ფაქტობრივი რეალიზაცია, რადგან თავიდანვე გასაგები იყო, რომ შეფასების ეს სისტემა სისულელეა და არის პოლიტიკური აქტი. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ კანდიდატზე, რომელსაც წარვადგენთ. არანაირი ქულების დაწერა ამას არც შეცვლის, არც გამოასწორებს, არც დაეხმარება, მაგრამ რადგან არსებობდა იდეა – რაღაც კანდიდატები შევაფასოთ და ეს არ იყოს პოლიტიზებული და ბრჭყალებში, იყოს ობიექტური, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შეფასების ეს სისტემა. მისმა რეალიზაციამ გვაჩვენა, რამდენად სისულელე გამოდის ეს კონკრეტული მცდელობა, რომ ერთმა ენჯეოსექტორის წარმომადგენელმა მეორე ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი ან სხვა კანდიდატი შეაფასოს.

ჩვენ ნათლად დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ამ საკითხში ენჯეოსექტორს, რომელმაც კანდიდატებიც უცნაურად წარმოადგინა და შემდეგ კანდიდატების შესახებ ენჯეოსექტორების შეფასებები, მათ შორის ჩვენი კანდიდატის, იმდენად აცდენილი იყო ყველანაირ საღ აზრს, რომ კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტი მივიღეთ, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი იაგო ხვიჩიას უმრავლესობამ და ოპოზიციამ. იაგო ხვიჩიას კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია, პოლიტიკური მიზანი აქვს და გასაგებია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მოქალაქეებისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, პრიორიტეტის სახით უნდა ვიზრუნოთ ხალხზე, ვისაც სისტემასთან აქვს პრობლემა, იქნება ეს პატიმრები, თუ ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობაში შეზღუდული უფლებები“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები