მიხეილ სააკაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩემი ჩართვა ვერ ვიტყვი, რომ მახარებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მისი სახელისა და გვარის ჩაწერას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს,  რეზოლუციაში მისი ჩართვა სიტუაციის ზუსტი აღწერაა, თუმცა, ფაქტით გახარებული არ არის.

„ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები