თეა წულუკიანი – ბესო სოლომანაშვილს: შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მწერალ ბესო სოლომანაშვილის ფეისბუქსტატუსს ეხმიანება, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს.
„იცნობდეთ:
ამ პოსტის მერე – მწერალს ბრჭყალებში, და მდაბიო სვეწილას ბრჭყალების გარეშე და საბჭოურ ენაზე!
რა ოხერია მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი! თავისუფლებისა და ინტელექტუალიზმით აღვსილი ატიტიუდის მანტიაში რომ გამოახვევს ხოლმე მისი პატრონი შუბივით! ეს შუბიც რა მოღალატეა?! ხან სად გამოჰყოფს ცხვირს, ხან – სად.
ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!“, – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქზე“.