ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ვაკის პარკში ორი მოზარდი გადაარჩინა

მამაკაცი, რომელიც გუშინ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს, დიდი საფრთხის მიუხედავად, შადრევანში ჩავიდა და ორი მოზარდი გადაარჩინა, დევი მეზურნიშვილია. როგორც ცნობილია, იგი ,,ეკო სერვისის” თანამშრომელია და ვაკის პარკში უფროს მებაღედ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული, სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები