გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან კოლეგებს ინფორმაცია იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მიაწოდა, რასაც საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ახორციელებს.
გამოსვლაში გივი მიქანაძემ განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის განგრძობად აგრესიაზე და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე გააკეთა. საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
გამოსვლის დასასრულ, დეპუტატმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.