ირაკლი ზარქუა: ჭიჭე ვაშაძეა მართლა – გადაეცით, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მზად არის, ხომ უყვარს უკრაინა, ხომ “დაშტურტუნობს” მანდ და დარბის

“ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები – როგორიც არის ჭიჭე ვაშაძე, რაც ჰქონდა რეიტინგი, ისიც აღარ შერჩა და თავის ამომრჩეველს ახლა ატყუებს, ჰგონია, რომ კიდევ ერთხელ “დააბოლებს” და აიღებს იმ ერთ თუ ერთ-ნახევარ პროცენტს, რაც ჰქონდა აქამდე”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს მიზანმიმართულად არ ასრულებს.

ზარქუას თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მზადაა.

“ეს ადამიანი ერთხელ არ შემოსულა კომიტეტზე, არ დასწრებია იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობას. ჭიჭე ვაშაძეა მართლა და პლინტუსის მიღმა აქვს რეიტინგი და ახლა ცდილობს რომ ამოქოქოს. გადაეცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მზად არის. ხომ უყვარს უკრაინა, ხომ დაშტურტუნობს მანდ და დარბის, ეგ უკრაინული მოდელი წამოვიღეთ პირდაპირ. რატომ ეწვის, იცით, კუდი, ეტყობა, თავისი დაფინანსებული ხვდება ამ დეოლიგარქიზაციაში და ამიტომ არ უჭერს მხარს. შენ მოგიწევს მაინც შენი ამომრჩევლის წინაშე აღიარება, რა გააკეთე”, – აცხადებს ზარქუა გიორგი ვაშაძის მისამართით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები